გაკვეთილის გეგმა

  მასწავლებელი:დოდო ხარებავა.
  საგანი:გეოგრაფია.
   თემა:მსოფლიო ოკეანის ნაწილები.
  კლასი:მე-7.
  დრო:45 წუთი.
  მოსწავლეთა პროფილი:მე-7 კლასში სიით ირიცხება 12 მოსწავლე.არ მყავს სსმ
 მოსწავლე.
  გაკვეთილის  მიზანი:მსოფლიო ოკეანის ნაწილების შესწავლა(შიდა და განაპირა ზღვები,სრუტე,ყურე,კუნძული,ნახევარკუნძული)მსოფლიო ფიზიკური რუკის საშუალებით მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის მოძიება მსოფლიო ოკეანის ნაწილების შესახებ,მათი დაჯგუფება ოკეანეების მიხედვით(თიტოეული ოკეანესთვის 4-5 ოკეანის ნაწილის მოძიება)
გაკვეთილის შედეგი:მოსწავლე შეძლებს მოძიებული ინფორმაციის საშუალებით მსოფლიო ოკენიის ნაწილების მოძიებას და ცხრილის სახით წარმოდგენას.
კონკრეტულ რუკაზე დააქვთ ოკეანეები და მათი ნაწილები.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
გეო:მე-7.2 მოსწავლეს შეუძლია სხვადახვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
გეო.მე 7.8 მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ჰიდროსფეროს შესახებ.
კონკრეტულ რუკაზე დააქვს ოკეანეები და მისი ნაწილები.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები.
მოსწავლე იცნობს ჰიდროსფეროს და მასში მიმდინარე პროცესებს.იცის რუკის კითხვა  და ცხრილების შედგენის პრინციპი.ფლობს ინფორმაციას ოკეანეების შესახებ.აქვს კონკრეტულ რუკაზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
შეფასება:განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
სასწალო მასალა და რესურსები:წიგნი,მსოფლიო ფიზიკური რუკა,მსოფლიო ატლასი,კონტურული რუკა,ფანქრები ,რვეული,ფლიპჩარტი.
აქტივობა #1 (სახელწოდება,ორგანიზების ფორმა)
შესასვლელი ბილეთი
დრო:5-6 წუთი
ორგანიზების ფორმა:
მთელი კლასი
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებმა მოახდინონ ყურადრების კონცენტრირება სწავლაზე,დაუკავშირონ ერთმანეთს წინა და მიმდინარე დღის გაკვეთილი.
აქტივობის აღწერა:ფლიპჩარტზე ვწერ კითხხვებს რომელსაც მოსწაბლეები პასუხობენ.პასუხების შესაგროვებლად ვიყენებ ონლაინ გამოკითხვის ფორმას.
1.რა არის ჰიდროსფერო?
2.რა ნაწილებისაგან შედგება ჰიდროსფერო?
3.ჰიდროსფეროს რომელი ნაწილების დანახვა შეიძლება ფიზიკურ რუკაზე?
განმავითარებელ შეფასებას ვიყენებ 10-10 წუთის ინტერვალით.

აქტივობა#2(სახელწოდება,ხანგრძლივობა,ორგანიზების ფორმა)
მინი ლექცია და ფზიკურ რუკაზე მუშაობა.
დრო:20 წუთი
აქტივობის მიზანი:მოსწავლე თვითონ მოიძიებს მსოფლიო ოკეანის ნაწილებს რუკაზე.
აქტივობის აღწერა:ვატარებ მინი ლექციას მსოფლიო ოკეანის ნაწილების შესახებ.ზღვების,სრუტეების,ყურის,კუნზულისა და ნახევარკუნძულის განმარტების შემდეგ კლასს ვყოფ ჯგუფებად.თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება-მსოფლიო ფიზიკურ რუკაზე მოიძიონ ოკეანის ნაწილები,დააჯგუფონ ოკეანეების მიხედვით და წაროადგინონ ცხრილის სახით (4-5 ნაწილი)
1 ჯგუფს ევალება მოიძიონ ზღვები.
მე-2 ჯგუფს-ყურეები
მე-3 ჯგუფს-კუნძულები
მე-4 ჯგუფს ნახევარკუნძულები
სამუშაოს დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფიდან პრეზენტატორი აკეთებს პრეზენტაციას.
აქტივობა #3 კონკრეტულ რუკაზე მუშაობა-გაკვეთილის შეჯამება.
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ კონკრეტულ რუკაზე მუშაობას და მასზე მსოფლიო ოკეანის ნაწილების დატანას .
დრო:15 წუთი
აქტივობის აღწერა:მოძიებული ინფორმაცია მოსწავლეებს ინდივიდუალურად დააქვთ კონკრეტულ რუკაზე.
გაკვეთილის შეჯამება 4-5 წუთი.
გაკვეთილის ბოლოს შევაჯამებთ ჩატარებულ აქტივობებს.

Comments

Popular posts from this blog